ბაქოში საზეიმოდ გაიხსნა ათლეტთა სოფელი

20 ივლისი 2019

დღეს აზერბაიჯანის დედქალაქ  ბაქოში საზეიმოდ გაიხსნა ევროპის XV ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ათლეტთა  სოფელი, რომელიც ფესტივალის დღეებში  ევროპის 49 ქვეყნის 4000-მდე წარმომადგენელს  უმასპინძლებს.

ფესტივალის პროგრამაშია სპორტის 10 სახეობა - ველოსპორტი, კალათბურთი, მძლეონობა, სპორტული ტანვარჯიში, ფრენბურთი, ჩოგბურთი, ცურვა, ძიუდო, ჭიდაობა, ხელბურთი. ქართველი სპორტსმენები  სპორტის 6 სახეობაში გამოვლენ - ცურვა, ველოსპორტი, ჩოგბურთი, მძლეოსნობა, ძიუდო,  ჭიდაობა.

ხვალ, 21 ივლისს გაიმართება ფესტივალის საზეიმო გახსნის ცერემონია. ხვალვე დაიწყება პირველი შეჯიბრებებიც.  ჩვენი ქვეყნის სახელით ფესტივალში პირველები მოჭიდავეები ჩაერთვებიან:  ნიკოლოზ სანთელაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 45 კგ), ბეჟან ბარსონიძე (თავისუფალი ჭიდაობა, 55 კგ), დავით გვასალია (ბ/რ ჭიდაობა, 45 კგ) და რომეო ბერიძე (ბ/რ ჭიდაობა, 55 კგ).