საქართველოს ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა

24 ივლისი 2019

ევროპის XV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქმეში ჩაერთვნენ ძიუდოისტები. მედლები გათამაშდა ვაჟთა სამ - 50, 55, 60 და გოგონათა სამ - 40, 44, 48 კილოგრამ წონით კატეგორიებში.

საქართველოს ნაკრები ხუთ წონაში იყო წარმოდგენილი, მაგრამ აქედან წარმატებას  ერთმა ჩვენმა ძიუდოისტმა მიაღწია. 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასაპარეზე ნიკა ბაჩიაშვილმა ავსტრიელი, იტალიელი და ფრანგი მეტოქეების დამარცხების შემდეგ, ფინალში რუმინელ მატეი ალეკსანდრუსთან ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ბაჩიაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში მეტოქეს ვაზარი აართვა და საქართველოს ნაკრებს ბაქოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

24 ივლისის მონაცემებით, საქართველოს ნაკრების 1 ოქროს, 4 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით საერთო ჩათვლაში მე-10 ადგილი უკავია.