ევროპის XV ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა

27 ივლისი 2019

ბაქოს ,,ბროლის დარბაზში" გაიმართა ევროპის რიგით XV ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონია. შოუს პირველი ნაწილი დაეთმო მონაწილე ქვეყნების დროშების აღლუმს. საქართველოს დროშა მოჰქონდა  ფესტივალის ოქროს მედლოსანს, ძიუდოისტ ნიკა ბაჩიაშვილს.

ბაქოში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე სპორტის 6 სახეობაში საქართველოს წარმომადგენლებმა სპორტის 2 სახეობაში (ჭიდაობა, ძიუდო) 13 მედალი მოიპოვეს. მათ შორის - 1 ოქროს, 5 ვერცხლის და 7 ბრინჯაოს მედალი, საერთო გუნდურ ჩათვლაში კი 21-ე ადგილი დაიკავეს.