საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალიდან 13 მედლით დაბრუნდა

28 ივლისი 2019

დღეს დილით ბაქოდან სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია. ევროპის რიგით XV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს აზერბაიჯანის დედაქალაქი  ბაქო 21-27 ივლისს მასპინძლობდა, სადაც სპორტის 10 სახეობაში (ველოსპორტი, კალათბურთი, მძლეონობა, სპორტული ტანვარჯიში, ფრენბურთი, ჩოგბურთი, ცურვა, ძიუდო, ჭიდაობა, ხელბურთი)  49 ქვეყნის 3600 მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის საქართველოდან იასაპარეზა 36 სპორტსმენმა.

ქართველმა სპორტსმენებმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე  სპორტის 2 სახეობაში მოიპოვეს 13 მედალი -1 ოქრო, 5 ვერცხლი და 7 ბრინჯაო. საერთო გუნდურ ჩათვლაში კი 21-ე ადგილი დაიკავეს.

ოქროს მედალოსანი

ნიკა ბაჩიაშვილი ( 50კგ, ძიუდო)

ვერცხლის მედალოსნები

ნიკოლოზ სანთელაძე (45 კგ, თავისუფალი ჭიდაობა) 

რომეო ბერიძე (55 კგ, ბ/რ ჭიდაობა),

ლუკა გუგეშაშვილ (48 კგ, თავისუფალი ჭიდაობა)

ხვიჩა აბულაძე (48 კგ, ბ/რ ჭიდაობა)

აკაკი ჯაფარიძე ( 81 კგ, ძიუდო

ბრინჯაოს მედალოსნები

დავით აბდალაძე (60კგ, თავისუფალი ჭიდაობა),

 ნიკა ბროლაძე (60 კგ, ბ/რ ჭიდაობა),

დავით ფაცინაშვილი (65 კგ, თავიუსფალი ჭიდაობა),

ნუკრი ბენიძე ( 51 კგ, ბ/რ ჭიდაობა)

 გვანცა სომხიშვილი (+70 კგ, ძიუდო)

თორნიკე ფოლადიშვილი ( 90 კგ, ძიუდო )

გიგა ტატიაშვილი (+90 კგ, ძიუდო)