საქართველოს ძუდოისტთა ნაკრებმა ზაგრების გრან პრიზე 2 ოქროს და 3 ბრინჯაო მედალი მოიპოვა

29 ივლისი 2019

ზაგრებში ძიუდოისტთა გრან პრი საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. კაცთა 7 წონით კატეგორიაში გათამაშებული მედლებიდან საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა, ერთი მედალი კი გოგონათა ანგარიშზეა.

კაცებიდან საუკეთესო შედეგებს 90 და მძიმე წონით კატეგორიებში მივაღწიეთ. ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) ჯერ სლოვაკი, უზბეკი, იაპონელი და უნგრელი მეტოქეები დაჯაბნა, ფინალში კი მეორე იაპონელი - სანშირო მურაო იპონად შეფასებული ეფექტური გდებით დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა

კვარცხლბეკის პირველ საფეხურამდე გაიკვალა გზა მძმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმა. ფინალში გასასვლელად ზაალიშვილმა რუსი, ებრაელი, პოლონელი და ჰოლანდიელი მეტოქეები დაამარცხა. გადამწყვეტ შეხვედრაში კი იაპონელი ჰისაიოში ჰარასავას დამატებით დროში ეფექტურად შესრულებული გდებით ოქროს ქულა და გამარჯვება მოიპოვა.

ამავე წონაში გამოდიოდა ლევან მატიაშვილი, რომელიც მეოთხედფინალში სწორედ ზაალიშვილისგან ფინალში ძლეულ ჰარასავასთან დამარცხდა, მაგრამ ერთგვარი რეაბილიტირება რეპეშაჟში ბრინჯაოს მოგებით შეძლო. ასევე, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ), ხოლო ქალებში ასეთივე შედეგს მიაღწია ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ).

კაცთა გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროსა და ამდენივე ბრინჯაოს მედლით  პირველი საფეხური დაიკავა, კაცთა და ქალთა საერთო ჩათვლაში - მესამე.