ტოკიო-2020-მა პლაკატების შესაქმნელად ხელოვანები შეარჩია

02 აგვისტო 2019

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ცნობით, შერჩეულია ცნობილი იაპონელი მხატვრები, დიზაინერები, ფოტოგრაფები, რომლებიც წარსულის ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებს საკუთარი ნამუშევრებით გააცოცხლებენ. ყოველივე ასახული იქნება ტოკიო-2020-ის თეამატიკასთან დაკავშირებულ პლაკატებზე, რომლებიც წლის ბოლოსთვის დაიბეჭდება.

ხელოვანთა ნამუშევრები გამოიფინება საზოგადოებრივ ადგილებში, დაამშვენებს ლიცენზირებულ პროდუქტებს. ხელოვანთა შორის ოთხი უცხოელია, რომლებსაც იაპონიაში და მის ფარგლებს გარეთ არაერთი ჯილდო აქვთ მოპოვებული.