IOC -ისა და იაპონური ანიმაციური ფილმების სტუდიის ერთობლივი პროექტი

07 აგვისტო 2019

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) და იაპონურმა ანიმაციური ფილმების სტუდია Ponoc-მა  მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ  ფილმზე მუშაობა დაიწყეს. ფილმის პრემიერა შედგება 2020 წლის გაზაფხულზე - ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გახსნამდე.

პროექტის მიზანია იმედის და მშვიდობის ოლიმპიური გზავნილი გაუზიაროს ფართო საერთაშორისო აუდიტორიას, განსაკუთრებით კი -  ახალგაზრდა თაობას. ფილმის ტექნიკური მხარე ითვალისწინებს ხელით ხატვის ანიმაციური ტექნოლოგიის გამოყენებას.

ანიმაციური ფილმი IOC-ის საკუთრება  და ლოზანის ოლიმპიური მუზეუმის კოლექციის ნაწილი გახდება.

სტუდია Ponoc 2015 წელს დაარსა იოსიაკი ნიშიმურამ - საუკეთესო ანიმაციური ფილმის ნომინაციაში ორგზის ოსკაროსანმა იაპონელმა პროდიუსერმა.