ბაგრატ გაგნიძემ 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

13 აგვისტო 2019

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში სტარტი აიღო თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატმა. საქართველოს ნაკრები ტალინურ ხალიჩაზე ათივე წონით კატეგორიაშია წარმოდგენილი. დღეს მედლების პირველი კომპლექტი ხუთ - 57, 65, 70, 79 და 97 წონაში გათამაშდა.

საქართველოს ნაკრებისთვის  შედეგიანი გამოდგა 79 კილოგრამ წონითი კატეგორია. ბაგრატ გაგნიძემ ფინალამდე გაიკვალა გზა, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში რუსეთის წარმომადგენელ ამხად ტაშუხაჯიევთან 1:7 დამარცხდა და საბოლოოდ ვერცხლის მედალი მოიპოვა. გაგნიძე ასპარეზობაში მერვედფინალიდან ჩაება და  ფინალამდე დაამარცხა ისრაელის, ალჟირის და უნგრეთის წარმომადგენლები.

ხვალ მედლები გათამაშდება 61, 74, 86, 92 და 125 კილოგრამ წონით კატეგორიებში.