ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა

17 აგვისტო 2019

ტალინში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 23 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე გათამაშებული მედლების პირველი კომპლექტიდან  საქართველოს ნაკრებმა ორი მოიპოვა.

ქართველი კლასიკოსებისთვის ყველაზე წარმატებული გამოდგა 63 და 87 კილოგრამ წონითი კატეგორიები.

ლერი აბულაძემ (63 კგ) ფინალამდე გაიკვალა გზა, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში რუსეთის წარმომადგენელ აბუ მუსლიმ ამაევთან 3-5 დამარცხდა. აბულაძემ ფინალამდე უკრაინელი, უზბეკ, ბულგარელიდა ირანელი მეტოქეები დაამარცხა.

ჩემპიონობამდე დააკლდა ნაბიჯი ასევე გიორგი ქაცანაშვილს (87 კგ), რომელმაც ფინალში რუს ილია ერმოლენკოსთან 0-2 დათმო შეხვედრა. გადამწყვეტ ორთაბრძოლამდე ქაცანაშვილმა ირანელი, იაპონელი, შვეიცარიელი და ბელარუსი მოწინააღმდეგეები დაამარცხა.