ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი შოთაძე 23 წლამდელებში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

18 აგვისტო 2019

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 23-წლამდელთა ტალინის მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრები ხუთ წონაში წარსდგა და აქედან წარმატებას ერთში მიაღწია.

67 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი შოთაძემ ფინალამდე გაიკვალა გზა და აქაც უძლიერესი აღმოჩნდა. ქართველმა ფალავანმა გადამწყვეტ შეხვედრაში სომეხ შანტ ხაჩატრიანს 6:3 მოუგო და ჩემპიონობა იზეიმა. მომავალმა ჩემპიონმა ფინალამდე დაამარცხა პოლონელი, ჩინელი, უკრაინელი და ამერიკელი მეტოქეები.

ერთი დღით ადრე ტალინურ ხალიჩაზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს ლერი აბულაძე (63 კგ) და გიორგი ქაცანაშვილმა (87 კგ).