ესპანეთის ეოკ-ი ევროპის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს ახალ ტექნოლოგიებს სთავაზობს

21 აგვისტო 2019

ესპანეთის ოლიმპიური კომიტეტი ევროპის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლებს საპილოტო პროექტის CONPaaS-ის გასაცნობად მადრიდში იწვევს.

საუბარია საბუთების შესანახ და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს შორის კომუნიკაციის ციფრულ პლატფორმაზე, რაც მთლიანობაში ერთგვარი ელექტრონული ოლიმპიური ბიბლიოთეკა იქნება. ახალ ტექნოლოგიას გამოიცდიან 2020 წლის ლოზანის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, ხოლო CONPaaS-ის სრულფასოვნად გაშვება 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე იგეგმება.

ესპანურმა მხარემ შესაბამისი პროექტი პირველად წარმოადგინა წლეულს, მაისში  ვენაში გამართულ  ევროპის ოლიმპიური კომიტეტების მე-40 სემინარზე.

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლებს საპილოტო პროექტთან და მის უპირატესობებთან გაცნობის საშუალება ექნებათ 21 სექტემბერს მადრიდში.