ANOC სპორტული სეზონის საუკეთესო ათლეტებს დოჰაში დაასახელებს

22 აგვისტო 2019

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაცია (ANOC) სპორტული სეზონის საუკეთესო ათლეტების ვინაობას დოჰაში ANOC-ის XXIV გენერალურ ასამბლეაზე (17 ოქტომბერი) გამოაცხადებს.

ANOC წინასაოლიმპიადო წელს ტრადიციულად აჯილდოებს საუკეთესო შედეგების მქონე ათლეტებს, რომლებიც  კონტინენტური ასოციაციების - აფრიკის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის (ACNOA), აზიის ოლიმპიური საბჭო (OCA), ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC), პანამერიკული სპორტული ორგანიზაციის (PASO), სამხრეთ ამერიკის სპორტული ორგანიზაციების (ODESUR), ოკეანიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების (ONOC), ცენტრალური ამერიკის და კარიბის სპორტული ორგანიზაციების (CACSO) მიერ ჩატარებულ შეჯიბრებებზე გამოიჩენენ თავს.

ANOC-ის წევრებისგან შემდგარი ჟიური თავის არჩევანს გააკეთებს მინსკის ევროპული თამაშების და ბაქოს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მონაწილეებს შორის. ევროპის ოლიმპიური კომიტეტების მხრიდან პრესტიჟული ჯილდოს მიღების პრეტენდეტთა შორის არის 5 ქალი და ამდენივე კაცი.