ზაზა ნადირაძემ კანოეისტთა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლი მოიპოვა

25 აგვისტო 2019

უნგრეთის სეგედში დასრულებულ კანოეისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ყველაზე წარმატებულმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ სპრინტში 200 მეტრზე (C1, 200) ასპარეზობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (ეს დისციპლინა ამოღებულია 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან).

ნადირაძემ ორი დღით ადრე საკვალიფიკაციო რბოლას 38.63 წამი მოანდომა, გუშინდელ ნახევარფინალს - 38.91 წამი, დღევანდელ გადამწყვეტ რბოლას კი საკვალიფიკაციოზე და ნახევარფინალზე მეტი დრო - 40.24, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა მედლის მოსაპოვებლად.

პირველ ადგილზე ლიტველი ჰენრიკას ზუსტაუტასი გავიდა (39.36),  მეორეზე - ბელარუსი არტემ კოზირი (40.08)