ბექა ღვინიაშვილი ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა

29 აგვისტო 2019

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის წარუმატებელი გამოდგა ტოკიოს მსოფლიოს ჩემპიონატის მეხუთე დღე.

ევროპისა და მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატების ოქროს, დიდებში კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაება, სადაც ინდოელი აჯაი დევილალ მისტრი იპონით დაამარცხა. მეორე შეხვედრაში ღვინიაშვილი ჰოლანდიელ იასპერ სმინკს შეხვდა, მაგრამ საკუთარ ილეთზე წამოეგო, იპონით დამარცხდა და ჩემპიონატს გამოეთიშა.

ხვალ 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტატამზე გავა მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი ვარლამ ლიპარტელიანი. სქართველოს ნაკრების კაპიტანი ჩემპიონატში მეორე წრიდან ჩაებმება, სადაც ჩინელ ერიჰემუბატუსა და ესტონელ გრიგორი მინასკინს შორის გამარჯვებულს შეხვდება.