IOC და UNODC სპორტში კორუფციასთან ბრძოლის სახელმძღვანელოს ამზადებს

05 სექტემბერი 2019

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) და გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურომ (UNODC) სპორტში კორუფციასთან ბრძოლის სახელმძღვანელოს პროექტი მოამზადეს.

მოვამზადეთ სახელმძღვანელო დოკუმენტების კრებული, სადაც თავი მოვუყარეთ მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილებებს, რომელთა გამოყენებითაც მთავრობები შეძლებენ სპორტის სფეროში კორუფციასთან ბრძოლის სისტემის შემუშავებას. ახლა ვაპირებთ, რომ ის გაეროს ექვს ოფიციალურ ენაზე ვთარგმნოთ," - „სპორტში ანტიკორუფციული დამცავი ზომების" კონფერენციაზე განაცხადა გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს წარმომადგენელმა რონან 'ლირიმ. მისი თქმით, პროექტის 90 პროცენტი უკვე შეთანხმებულია.