ჩინეთის ოლიმპიურ კომიტეტში იმედოვნებენ, რომ პეკინის 2022 წლის ოლიმპიური თამაშებზე დოპინგ-სკანდალები შემცირდება

06 სექტემბერი 2019

ჩინეთის ოლიმპიურ კომიტეტში მიიჩნევენ, რომ დოპინგ-სკანდალებისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ იმედოვნებენ, რომ პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებზე მათი რაოდენობა შემცირდება.

ჩატარდება თუ არა პეკინის თამაშები დოპინგ-სკანდალების გარეშე? ამ კითხვას ჩინეთის ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ლი ლინვეი ასე პასუხობს:

ყველა ქვეყანაში, ყველა საზოგადოებაში იციან, რომ ქურდობა ცუდია. ჩვენი პოლიცია მუდიმავად ცდილობს დააკავოს და დასაჯოს ისინი, მაგრამ დამნაშავეები კვლავაც ჩნდებიან. ასეა დოპინგის შემთხვევაშიც. მიუხედავად ამისა, ვიმედოვნებთ, რომ დამნაშავეთა რაოდენობა უფრო და უფრო შემცირდება."

ლი ლინვეი ასევე დასძენს, რომ დოპინგის გამოყენება ოლიმპიზმის სულისკვეთებასთან შეუსაბამოა. მისი თქმით, „არა მარტო პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე, არამედ სხვა შეჯიბრებებზეც ყველას ერთი მიზანი აქვს. ამიტომაც დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში ამ საკითხში ჩვენ უფრო ეფექტურები გავხდებით."