სეოკ-ის ხელმძღვანელობა ზამთრის სპორტის სახეობების ფედერაციების წარმომადგენლებს შეხვდა

11 სექტემბერი 2019

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა  ზამთრის სპორტის სახეობების ფედერაციების წარმომადგენლებთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი , გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი  და სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია.

სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალთან დაკავშირებული საკითხები, ზამთრის სპორტის სახეობებში არსებული მდგომარეობა და  სამომავლო გეგმები.