ტოკიოში იაპონიის ოლიმპიური მუზეუმი გაიხსნა

20 სექტემბერი 2019

ეროვნული ოლიმპიური სტადიონის სიახლოვეს, სადაც გაისად ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია შედგება, იაპონიის ოლიმპიური მუზეუმი გაიხსნა.

მუზეუმში, რომელსაც პატრონაჟობას უწევს იაპონიის ოლიმპიური კომიტეტი, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების და ზოგადად ოლიმპიური მოძრაობის ისტორიას.

მუზეუმის ტერიტორიაზე დამთვალიერებლებს შეუძლიათ ნახონ 1964 წლის ტოკიოს ზაფხულის  და 1972 წლის საპოროსა და 1998 წლის ნაგანოს ზამთრის თამაშების რეკვიზიტები,  ოლიმპიური ფიალები.

მუზეუმის სტუმრებს ასევე გაეცნობიან არამარტო იაპონიის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებულ ისტორიასა და კულტურას, არამედ სპორტის სახეობებს; გარდა ამისა, მათ შეეძლებათ სხვადასხვა დისციპლინებში ოლიმპიელებს შეადარონ საკუთარი შესაძლებლობები.

ოლიმპიურ მუზეუმს განსაკუთრებულობას სძენს 1964 წლის თამაშებზე უცხოელი ათლეტების მიერ ტოკიოში ჩატანილი ნერგებისგან გაზრდილი ხეების მერქნისგან დამზადებული ჭერის ნაწილი. აღსანიშნავია, რომ  55 წლის განმავლობაში ეს ხეები იზრდებოდა ჰოკაიდოს პრეფექტურის ქალაქ ენგარუში.

რასაკვირველია, მუზეუმში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ამსახველი მასალები.