იაპონია ოლიმპიელებს საკვები პროდუქტის უსაფრთხოების სრულ გარანტიას აძლევს

25 სექტემბერი 2019

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს არწმუნებს, რომ იაპონია ზედმიწევნით ახორციელებს საკვები პროდუქტების კონტროლს.

IOC-ის პრეზიდენტმა გაეროს შტაბ-ბინაში იაპონიის პრემიერ-მინისტრს სინძო აბეს პირობა მისცა, რომ 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილე ქვეყნებს აუწყებს, რომ იაპონიის ხელისუფლება რადიაციულ მონიტორინგს ახორციელებს და რომ ოლიმპიურ თამაშებზე გამოსაყენებელი საკვები პროდუქტის უსაფრთხოების სრულ გარანტიას იძლევა.

ათლეტებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ტოკიოს თამაშებში, პროდუქტებს შესთავაზებენ ფუკუსიმას პრეფექტურიდან, სადაც 2011 წელს ატომურ ელექტრო სადგურ „ფუკუსიმა 1"-ზე ავარია მოხდა.

იაპონიის მთავრობის განცხადებით, იაპონია სოფლის მეურნეობის პროდუქციით სწორედ ფუკუსიმადან მარაგდება, რადგან შეესაბამება უსაფრთხოების ყველა არსებულ ნორმას.