ლოზანა-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტმა ასპარეზობათა განრიგი გამოაქვეყნა

26 სექტემბერი 2019

ლოზანის 2020 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე 13 დღის განმავლობაში სპორტის 8 სახეობის 16 დისციპლინაში მედლებისთვის იბრძოლებს 70-ზე მეტი ქვეყნის 1880 ათლეტი.

მედლების პირველი კომპლექტისთვის ასპარეზობას შეუდგებიან სამთო მოთხილამურეები, ბიათლონისტები, ჰოკეისტები და სკი ალპინიზმის და ფიგურული ციგურაობის წარმომადგენლები.

16 იანვარს სტარტს აიღებს საშეჯიბრო პროგრამის მეორე ნაწილი. ამ დღეს ასპარეზობები გაიმართება ციგაობაში, ბობსლეიში და სკელეტონში.

III ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიას 22 იანვარს Medal Plaza უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ შეჯიბრებებზე დასწრება უფასო იქნება, ხოლო დახურულ სპორტულ კომპლექსებზე ჩასატარებელ ასპარეზობებზე დასასწრებად ორგანიზატორები გულშემატკივართა წინასწარ რეგისტრაციას შეუდგნენ.

ლოზანის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების განრიგის გაცნობა აქ შეიძლება.

ლოზანა ახალგაზრდულ თამაშებს უმასპინძლებს 2020 წლის 9-22 იანვარს.