IOC ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე თაღლითი ათლეტების გამოვლენით არის დაინტერესებული

28 სექტემბერი 2019

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის განცხადებით, IOC ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე თაღლითი ათლეტების გამოვლენით არის დაინტერესებული.

„IOC დაინტერესებულია, რომ ტოკიოს თამაშებამდე თაღლითები გამოიჭიროს. საამისოდ შესაბამის ორგანიზაციებთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენ ვიცით, როგორი უნდა იყოს სპორტი მომავალში. იქ არ უნდა იყოს დოპინგი. მძლეოსნობის ფედერაციათა საერთაშორისო ასოციაცია (IAAF) ამ საქმეში დასახმარებლად დიდ სამუშაოს ასრულებს," - განაცხადა თომას ბახმა.