IAAF-მა სახელი და ლოგოტიპი შეიცვალა

29 სექტემბერი 2019

მძლეოსნობის ფედერაციათა საერთაშორისო ასოციაციის (IAAF) კონგრესის გადაწყვეტილებით, მმართველი ორგანოს სახელი და ლოგოტიპი შეიცვალა.

ახალი საფირმო სახელის, ასევე აბრევიატურის WA-ის (World Athletics) ოფიციალურად გამოყენებას შეუდგებიან დოჰაში მიმდინარე მძლეოსანთა მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ (27 სექტემბერი - 6 ოქტომბერი).

IAAF-ის საბჭოს, რომელმაც რებრენდინგთან დაკავშირებით წინადადება ივნისში წამოაყენა, არაერთი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ზოგიერთი ფრანგულენოვანი დელეგატი აცხადებდა, რომ ახალი სახელწოდება მათ ენაზე ლამაზად არ ჟღერდა, ხოლო ერთი ნაწილი იდეის წინააღმდეგ იმიტომ გამოვიდა, რომ ამგვარი ცვლილებით იდენტობა დაიკარგებოდა.

მას შემდეგ, რაც 2003 წელს IAAF-ის საბჭოს წევრი გავხდი, მუდმივად იმის ახსნა მჭირდებოდა, თუ რომელ ორგანიზაციას წარმოვადგენდი და რას ნიშნავდა მისი სახელწოდება. ლოგოტიპზე მუშაობისას გავითვალისწინეთ მაუწყებელთა, მედია-პარტნიორთა, გულშემატკივართა და ათლეტთა აზრი. გულწრფელად გვჯერა, რომ ეს სიახლე მძლეოსნურ სამყაროში უფრო მეტი ახლაგაზრდის მოზიდვაში დაგვეხმარება," - განმარტავს სებასტიან კოე, რომელიც 25 სექტემბერს ფედერაციის პრეზიდენტად ხელმეორე ვადით აირჩიეს.

IAAF დაარსდა 1912 წელს. თავდაპირველად იწოდებოდა როგორც სამოყვარულო მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია, 2001 წლიდან კი სახელი შეიცვალა და დღემდე იწოდებოდა, როგორც მძლეოსნობის ფედერაციათა საერთაშორისო ასოციაცია.