სეოკ-ში ჟიული შარტავას სახელობის მშვიდობისა და ერთიანობის საერთაშორისო ალპინიადის შესახებ დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია და მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა

04 ოქტომბერი 2019

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა ჟიული შარტავას სახელობის მშვიდობისა და ერთიანობის საერთაშორისო ალპინიადის შესახებ დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია და ალპინიადის ორგანიზატორთა დაჯილდოება სეოკ-ის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ჟიული შარტავას საზოგადოების საპატიო სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს საქართველოს ჩრდილოეთ მიჯნაზე აღმოსავლეთ კავკასიონის ერთ-ერთ მწვერვალს, რომელიც ზღვის დონიდან 3700 მეტრზე მდებარეობს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელი ეწოდა. ინიციატივის მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი, საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი დამთამსვლელები.

წლეულს, საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის ორგანიზებით, მოეწყო მეორე ასვლა მწვერვალ „ჟიული შარტავაზე," შემდეგ კი სტეფანწმინდაში გაიმართა სპორტული შეჯიბრებები.