სპორტის მენეჯმენტის უმაღლესი კურსები

08 ოქტომბერი 2019

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი აცხადებს მონაწილეთა რეგისტრაციას 2019-2020 წწ. სპორტის მენეჯმენტის უმაღლეს კურსებში მონაწილეობის მისაღებად.

რას წარმოადგენს სპორტის მენეჯმენტის  კურსები?

სპორტის მენეჯმენტის კურსები   საშუალებას აძლევს  სპორტულ ორგანიზაციებში, ეროვნულ ფედერაციებსა და სპორტის სფეროში დასაქმებულ სპეციალისტებს, მენეჯერებს და მოხალისეებს აიმაღლონ კვალიფიკაცია (ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვის (MOSO)   სახელმძღვანელოში წარმოდგენილი მასალისა და მოწვეული ექსპერტების დახმარებით.

რას მოიცავს კურსები?

სპორტის მენეჯმენტის კურსები მოიცავს  6 თემას:

  • ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვა
  • სტრატეგიული მართვა
  • ადამიანური რესურსების მართვა
  • ფინანსური მართვა
  • მარკეტინგი
  • მასშტაბური სპორტული ღონისძიების ორგანიზება

კურსი ითვალისწინებს თითოეულ ზემოაღნიშნულ საკითხზე ექსპერტთა პრეზენტაციებსა და  განხილვას,  დისკუსიებსა და ჯგუფურ სამუშაოებს. კურსების ძირითადი დრო  დაეთმობა დისტანციურ სწავლებას,  რომელიც გულისხმობს „ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვის"-(„Managing Olympic Sport Organizations-MOSO") სახელმძღვანელოში წარმოდგენილი  თემების   გაცნობასა და მონაწილეთა მიერ წერილობითი ანგარიშის მომზადებას.

კურსს წარუძღვებიან სოკ-ის მიერ სერთიფიცირებული პროგრამის დირექტორი, ექსპერტები და კურატორები.

რა როლს თამაშობს  MOSO-ს  სახელმძღვანელო კურსის ორგანიზებაში?

„ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვის" -(„ Managing Olympic Sport Organizations ") სახელმძღვანელო, წარმოადგენს არსებით სასწავლო წყაროს. წიგნში წარმოდგენილი მასალა მოძიებულია მსოფლიოს ოლიმპიური სპორტული ორგანიზაციებიდან და წარმოადგენს მენეჯმენტის  თეორიული და პრაქტიკული მაგალითების ბალანსს.

წიგნის გამოყენებით, მონაწილემ უნდა შეძლოს განსაზღვრა, თუ რა არის მიზანშეწონილი მისი ორგანიზაციის ეფექტიანი, წარმატებული საქმიანობისთვის და გამოიყენოს ინფორმაცია მუშაობის გასაუმჯობესებლად.

რა მოეთხოვებათ მონაწილეებს?

მონაწილეებს პროექტის მსვლელობის პერიოდში მოეთხოვებათ  გამოცდილების გაზიარება, ასევე წერილობითი ანგარიშისა და პრეზენტაციების სრულყოფილად მომზადება და წარდგენა. მონაწილეებს უნდა გააჩნდეთ სრული მხარდაჭერა  ხელმძღვანელებისგან, რათა შესაბამისი ხელშეწყობა მიიღონ კურსებზე დასასწრებად.

6-თავიანი მოდულის დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა უნდა შეაფასონ კურსის ზეგავლენა საკუთარ თავზე და მათ ორგანიზაციებზე, წარადგინონ ანგარიში კონკრეტულ თემებზე, რომელიც განხილული იქნება პროგრამის დირექტორის, კურატორებისა და სპორტის სფეროს კვალიფიციური სპეციალისტების მიერ.

კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეები მიიღებენ უმაღლესი ხარისხის სერთიფიკატს ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვაში, რომელიც გაიცემა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ.

რეგისტარციის ბოლო ვადაა 2019 წლის 20 ოქტომბერი.

სპორტის მენეჯმენტის უმაღლეს კურსებში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, მოგვწეროთ თქვენი სახელი, გვარი, სპორტული ორგანიზაციის დასახელება, დაკავებული პოზიცია, ელექტრონული ფოსტა და საკონტაქტო ნომერი  შემდეგ  ელ - ფოსტაზე info@geonoc.org.ge