ბელარუსმა და უკრაინამ ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე შესაძლოა ერთად იბრძოლონ

10 ოქტომბერი 2019

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსისა და უკრაინის რეგიონების მეორე ფორუმზე უკრაინას ოლიმპიური თამაშების ჩასატარებლად ერთობლივი განაცხადის მომზადება შესთავაზა.

ვფიქრობ, ჩვენი სახელმწიფოებს შეუძლიათ ერთად იბრძლონ უმაღლესი დონის საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებების მასპინძლობის უფლებისთვის. ვსაუბრობ უკრაინის პრეზიდენტის წინადადებაზე, ხომ არ გვეფიქრა ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადის მომზადებაზე," - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში აქტიურად განიხილება ოლიმპიური თამაშების სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარება. კერძოდ ოლიმპიური თამაშების „მასპინძელი", როგორც ასეთი, შეიძლება მოიცავდეს არა ერთ, არამედ რამდენიმე ქალაქს, რეგიონს და ქვეყნებსაც.