ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პროგრამა ტრიატლონით გაიზარდა

12 ოქტომბერი 2019

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) სპორტული დირექტორის პიტერ ბრიულისა და ტრიატლონის ევროპის კავშირის პრეზიდენტის რენატო ბერტრანდის შეხვედრისას 2021 წლის ბანსკა ბისტრიცას ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პროგრამაში ტრიატლონის ჩართვა გადაწყდა.

მოხარულები ვართ, რომ ახალგაზრდა ტრიატლეტები გამოვლენ ისეთ მნიშვნელოვან ტურნირზე, როგორიც არის 2021 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. მადლობა EOC- ასეთი შესაძლებლობისთვის. დარწმუნებული ვარ, სლოვაკეთი ტურნირს მაღალ დონეზე უმასპინძლებს," - განაცხადა რენატო ბერტრანდიმ.

მხარეები დარწმუნებულები არიან, რომ ტრიატლონი ასევე ღირსეულ ადგილს დაიკავებს 2023 წლის კრაკოვის და მალოპოლსკი სავოევოდოს III ევროპულ თამაშებზე.