საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია მსოფლიოს პირველი ქვიშის თამაშებიდან საქართველოში 2 ოქროს,1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა

16 ოქტომბერი 2019

კატარის დედქალაქ დოჰაში დასრულებულ მსოფლიოს პირველი ქვიშის თამაშებიდან სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.

მსოფლიოს პირველი ქვიშის თამაშები, რომელიც გაიმართა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის (ANOC ) ეგიდით, კატარის დედაქალაქი დოჰა 12-16 ოქტომბერს მასპინძლობდა. თამაშებში სპორტის 13 სახეობის , 14 დისციპლინაში 97 ქვეყნის 1200 ზე მეტი სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.

მსოფლიოს პირველ ქვიშის თამაშებზე საქართველო სპორტის ერთ სახეობაში-ქვიშის ჭიდაობაში ოთხი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, რომლებმაც 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ქვიშის პირველი მსოფლიო თამაშების ჩემპიონები გახდნენ ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ) და დავით ხუციშვილი (80 კგ), დავით მარსაგიშვილმა (90 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა, მამუკა კორძაია (+90) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.