საინფორმაციო-საგანმანათლებლო კონფერენცია ,,სპორტსმენი 365"

17 ოქტომბერი 2019

17 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და ოლიმპიური აკადემიის ერთობლივი ინიციატივით უნივერსიტეტ "გეომედ"-ში ჩატარდა საინფორმაციო - საგანმანათლებლო კონფერენცია სპორტსმენი 365.

ღონისძიების მთავარი მიზანი იყო სპორტული საზოგადოების ინფორმირება სოკ-ის საგანმანათლებლო პლატფორმის, ასევე ილიმპიური მოძრაობის ღირებულებებისა და მიზნების შესახებ. კონფერენციის მონაწილეებმა მოისმინეს მოწვეულ ექსპერტთა ლექციები ყველა იმ მნიშვნელოვან თემებზე, რომლებიც განხილულია "სპორტსმენი 365" პლატფორმაზე, კერძოდ  ოლიმპიური მოძრაობა, თანამედროვე ოლიმიური თამაშები, დოპინგი და მისი ზეგავლენა სპორტსმენთა კანმრთელობასა და შედეგებზე, შშმ პირთა პრობლემები, მათი მოტივაცია, სპორტსმენთა სწორი კვება და მისი მნიშვნელობა წარმატებულ სპორტულ კარიერაში, სპორტული ტრავმები და მათი პრევენციის მეთოდები და სხვა.

აღნიშნულ თემებზე საინტერესო პრეზენტაციები  წარმოადგინეს სოა-ის პრეზიდენტმა ლელა აფციაურმა, ანტიდოპინგური სააგენტოს ვიცე პრეზიდენტმა თეიმურაზ უკლებამ, ექიმმა  ნუტრიციოლოგმა პროფ. ქეთევან ბერიძემ, სეოკის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა რუსუდან აფციაურმა, ექიმმა რეაბილიტოლოგმა თეა ადამიამ და სხვებმა.

მონაწილეებს სამახსოვროდ გადაეცათ მაისურები "სპორტსმენი 365" ემბლემით და სეოკ -ისა და  სოა-ის სერთიფიკატები.