მარათონსა და სპორტულ სიარულში ასპარეზობების ტოკიოდან საპოროში გადატანამ უკმაყოფილება გამოიწვია

19 ოქტომბერი 2019

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) გადაწყვეტილებამ, 2020 წლის ოლიმპიური თამაშების დედაქალაქიდან საპოროში გადაიტანოს მარათონსა და სპორტულ სიარულში ასპარეზობები, ტოკიოს გუბერნატორის იურიკო კოიკეს უკმაყოფილება გამოიწვია.

ტოკიოს გუბერნატორი დაჟინებით მოითხოვს, რომ მარათონში და სპორტულ სიარულში შეჯიბრებები ჩატარდეს იაპონიის დედაქალაქში, როგორც ეს თავიდანვე იყო დაგეგმილი და არა საპოროში: დიდი მოსამზადებელი სამუშაოები გავწიეთ და ტოკიოში  რომ უნდა ჩატარდეს ღონისძიებები, ამასთან დაკავშირებით არანაირი ცვლილება არ უნდა იყოს."

IOC-ის ამგვარი გადაწყვეტილებით გაღიზიანებული იურიკო კოიკე წინადადებით გამოვიდა,  ეს ასპარეზობები „ჩრდილოეთ ტერიტორიებზე" ჩავატაროთო. ტოკიოს გუბერნატორი გულისხმობდა კურილის კუნძულებს. ქალაქის თავის ამგვარმა განცხადებამ, ტოკიოში რუსეთის ფედერაციის საელჩო გააღიზიანა.

თუ რატომ უნდა ჩატარდეს მარათონსა და სპორტულ სიარულში შეჯიბრებები საპოროში, განმარტავს IOC-ის საკოორდინაციო კომისიის ხელმძღვანელი ჯონ კოუტსი: „ამ გადაწყვეტილებით ტოკიო გაკვირვებულია, რაც ჩემთვის გასაგებია. პრობლემა ის არის, რომ საკითხის მოუგვარებლობა არ შეგვიძლია. გვინდა, რომ სპორტსმენებმა საკუთარი თავის ბოლომდე გამოვლენა შეძლონ. ტოკიოში ეს შეუძლებელია."

IOC-ის განმარტებით, შეჯიბრებების ყველაზე ჩრდილოეთ პრეფექტურაში, ჰოკაიდოში გადატანით, უფრო ხელსაყრელი პირობები შეექმნებათ ათლეტებს, რადგან საპოროში ტოკიოსთან შედარებით ჰაერის ტემპერატურა 5-6 გრადუსით ნაკლებია და სპორტსმენთა ჯანმრთელობას საფრთხე არ უნდა შეექმნას.