23-წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის დებიუტშივე საქართველოს ნაკრებმა მედლები მოიპოვა

20 ოქტომბერი 2019

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში სტარტი აიღო 23-წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატმა.

საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატის დებიუტშივე მედლები მოიპოვა. 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი დოკვაძემ ატაცში 109 კილოგრამის დამორჩილებით ვერცხლის მედალი დაიმსახურა, 126 კილოგრამის დაძლევით ბრინჯაოს მედალი ერგო აკვრაში, ხოლო ორჭიდში დაგროვილი 235 კილოგრამით მეორე ადგილი დაიკავა.