ტოკიოში 1964 წლის ოლიმპიური თამაშების ფიალას გამოფენენ

23 ოქტომბერი 2019

ტოკიოს ეროვნულ სტადიონთან მოწყობილ საგამოფენო დარბაზში 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ოლიმპიურ ფიალას გამოფენენ. ორგანიზატორთა ჩანაფიქრით, ამით ხაზი გაესმევა ორ ოლიმპიურ თამაშს შორის კავშირს.

რამდენიმე წლის წინათ ფიალა მოიხსნა და 2011 წელს ცუნამის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში გამოიფინა. ფიალა პრეფექტურების მაცხოვრებლებისთვის აღორძინების იმედი გახდა. ამჯერად სპორტის გულშემატკივარს შეეძლება მისი დახმარებით ოლიმპიური მემკვიდრეობის სულს ჩაწვდეს," - განაცხადა ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრესმდივანმა მასა ტაკაიამ.

1958 წელს დამზადებული ოლიმპიური არტეფაქტის რესტავრაცია, რამდენიმე თვის წინ დასრულდა. მიუხედავად პირვანდელი ჩანაფიქრისა, ფიალა დანიშნულებისამებრ გამოეყენებინათ, მისი სამუზეუმო ექსპონატად გარდაქმნა გადაწყდა.

საინტერესოა, რომ 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ოლიმპიური ცეცხლი ტოკიოში ერთბაშად ორ ადგილზე დაინთება და დაამშვენებს არამარტო ეროვნულ სტადიონს, სადაც თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიალები ჩატარდება, არამედ ქალაქის მთავარ სანაპირო ბულვარს.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ქარტიის თანახმად, ცეცხლი და ფიალა ოლიმპიური დედაქალაქის პოპულარულ ადგილზე უნდა განთავსდეს, რათა გულშემატკივარს ნებისმიერ დროს შეეძლოს მისი ხილვა და ოლიმპიური ატმოსფეროს შეგრძნება.