ტოკიო-2020 ტაიფუნის შესაძლო საფრთხის შემთხვევაში, ყველას საქმის კურსში ჩააყენებს

24 ოქტომბერი 2019

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი მულტისპორტული ღონისძიების მონაწილეებს და გულშემატკივრებს სპეციალურად შემუშავებული მოწყობილობით ტაიფუნის შესაძლო საფრთხეს ამცნობს.

ცოტა ხნის წინ იაპონიის ცენტრალურ რაიონებს თავს დაატყდა ბოლო ათწლეულების უძლიერესი ტაიფუნი „ჰაგიბისი". ტაიფუნით გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაიღუპა 79 ადამიანი, ათამდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება, ხოლო დაზარალებულთა რიცხვი დაახლოებით 400-ია.

„ჰაგიბისის" შესახებ ინფორმაცია  ოპერატულად და საკმარისად იყო მიწოდებული, მათ შორის - სპეციალურ ვებ-გვერდებზე, აპლიკაციებზე. რა თქმა უნდა, ოლიმპიური თამაშებისას ყველა ინფორმაცია ასევე ოპერატიულად მიეწოდება ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლებს, ამასთან ტოკიო-2020-ს ექნება ოფიციალური დანართი, სადაც შესაბამისი შეტყობინებები ინგლისურ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი," - განაცხადა საორგანიზაციო კომიტეტის საერთაშორისო კომუნიკაციათა დირექტორმა ტაცუო ოგურამ.