ტოკიოს ხელისუფლების აზრით, მარათონისა და სპორტული სიარულის საპოროში გადატანა აღარ იქნება საჭირო

25 ოქტომბერი 2019

ტოკიოს ხელისუფლება გამოდის წინადადებით, რომლის მიხედვითაც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მარათონისა და სპორტული სიარულის საპოროში გადატანა აღარ იქნება საჭირო. მათი თქმით, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC) შეუძლია განიხილოს ასპარეზობათა შუაღამით დაწყება, რაც ათლეტებს ტოკიოს მცხუნვარე მზისგან დაიცავს.

IOC-ის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადებით, შეჯიბრებების ყველაზე ჩრდილოეთ პრეფექტურაში, ჰოკაიდოში გადატანით, უფრო ხელსაყრელი პირობები შეექმნებათ ათლეტებს, რადგან საპოროში ტოკიოსთან შედარებით ჰაერის ტემპერატურა 5-6 გრადუსით ნაკლებია და სპორტსმენთა ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნება. IOC-ის სამუშაო ჯგუფის განმარტებით, მარათონის და სპორტული სიარულის მონაწილეთა ორგანიზმზე სიცხის გავლენა მეტად კრიტიკული იქნება.

ტოკიოს გუბერნატორის იურიკო კოიკეს განცხადებით, რომელიც მარათონისა და სპორტული სიარულის შესაძლო გადატანით უკმაყოფილებას არ ფარავს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.