ვარშავაში EOC-ის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას უმასპინძლეს

27 ოქტომბერი 2019

ვარშავაში, პოლონეთის ოლიმპიური კომიტეტის დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების პარალელურად ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) გენერალურ ასამბლეას უმასპინძლეს. EOC პრეზიდენტმა იანეზ კოციანჩიჩმა აღნიშნა, რომ 2019 წელი მეტად ნაყოფიერი გამოდგა ევროპის ყველა 50 ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისთვის.

„მადლობა მინსკის მეორე ევროპული თამაშების, ბაქოს და სარაევოს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების, ასევე ჯუჯა სახელმწიფოთა თამაშების ორგანიზატორებს. მულტისპორტულმა ღონისძიებებმა ნათლად დაგვანახა, რომ ჩვენი საზოგადოების ძალა ერთობაშია," - აღნიშნა EOC პრეზიდენტმა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დოჰაში ANOC-ის გენერალურ ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციას, რომელიც ეძღვნება კონტინენტალურ კომპლექსურ შეჯიბრებებს.

ANOC-ის გენერალური მდივნის და EOC-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრის გუნილა ლინდბერგის განმარტებით, თითოეული ეს შეჯიბრება ათლეტებისთვის მეტად მნიშვნელოვანი საფეხურია ოლიმპიური თამაშებისკენ მიმავალ გზაზე.

გარდა ამისა, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლებს აცნობეს, რომ დაწყებულია 2023 წლის კრაკოვისა და მალოპოლსკის სავოევოდოს ევროპული თამაშების სპორტული პროგრამისთვის საბუთების მომზადება.

ასევე შეიტყვეს 2021 წლის ზაფხულის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის სლოვაკეთის ბანსკა-ბისტრიცას მზადების შესახებ, საინაუგურაციო ქვიშის მსოფლიო თამაშების შედეგები და დოჰაში ჩატარებულ ANOC-ის XXIV გენერალურ ასამბლეაზე.

სხდომას ესწრებოდნენ სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტს მარიამ გიორგობიანს ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ჯილდო.