მარათონის და სპორტული სიარულის ტოკიოდან საპოროში გადატანის გადაწყვეტილება საბოლოოა

28 ოქტომბერი 2019

2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მარათონისა და სპორტული სიარულის ტოკიოდან საპოროში გადატანის გადაწყვეტილება მიღებულია და სხვა შესაძლებლობები აღარ განიხილება. ასეთია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) გავლელიანი წევრის, ტოკიოს თამაშებისთვის IOC-ის საკოორდინაციო კომისიის ხელმძღვანელის ავსტრალიელი ჯონ კოუტსის განცხადება.

კოტსის განმარტებით, „გადაწყვეტილება მიღებულია", ხოლო პასუხია „არა" კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ ეს ასპარეზობები დარჩეს ტოკიოში.

IOC-ის განცხადებით, შეჯიბრებების ყველაზე ჩრდილოეთ პრეფექტურაში, ჰოკაიდოში გადატანით, უფრო ხელსაყრელი პირობები შეექმნებათ ათლეტებს, რადგან საპოროში ტოკიოსთან შედარებით ჰაერის ტემპერატურა 5-6 გრადუსით ნაკლებია და სპორტსმენთა ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნება.