IOC-სა და Europol-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

30 ოქტომბერი 2019

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) და ევროკავშირის საპოლიციო სამსახურმა (Europol) ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ლოზანაში საერთაშორისო ფორუმზე ხელმოწერილი მემორანდუმი ორ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობას განსაზღვრავს. ასევე ხელს შეუწყობს გამოცდილების გაზიარებას, ინფორმაციის გაცვლას და შეჯიბრებებზე მანიპულაციებთან და მასთან დაკავშირებული ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და ერთობლივ აქციებში მონაწილეობას.

IOC-ის პრეზიდენტის თომას ბახის თქმით, სპორტულ ასპარეზობებზე მანიპულაციებთან ბრძოლა განსაკუთრებით რთულია: მასში მონაწილეობენ არა მარტო სპორტული მოძრაობის წარმომადგენლები, ათლეტები და მათი გარემოცვა, სპორტის მოხელეები და მსაჯები, არამედ სპორტული ფსონების ბაზრის მონაწილეები. სახელმწიფო ორგანოების ძალისხმევის გარეშე მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლას ვერ მოვიგებთ. საერთო მიზანს მხოლოდ იმ შემთხვევაში მივაღწევთ, თუ შესაბამის უფლებამოსილებებს გავაერთიანებთ. თითოეულ ჩვენგანს აქვს თავისი პასუხისმგებლობის სფერო."