ტოკიო-2020 იაპონიაში ოლიმპიური ცეცხლის ჩატანის დეტალებს ასაჯაროებს

30 ოქტომბერი 2019

ოლიმპიურ ცეცხლს დაანთებენ 12 მარტს ოლიმპიაში, შემდეგ დაიწყება საესტაფეტო ტური საბერძნეთში. ოლიმპიური ცეცხლის იაპონური მხარისთვის გადაცემის ცერემონია ჩატარდება 19 მარტს ათენში, „პანათინაიკოსის" სტადიონზე, იქიდან  კი მას მიიაგის პრეფექტურაში ჩაიტანებენ.

20-25 მარტს ცეცხლი მიიაგის გარდა, ეწვევა ივატეს და ფუკუსიმას პრეფექტურებს. ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა, რომელიც 121 დღეს გასტანს, სტარტს აიღებს 26 მარტს და მთელ იაპონისა მოიცავს, ვიდრე 2020 წლის 24 ივლისს, თამაშების გახსნის ცერემონიაზე ტოკიოს ოლიმპიურ სტადიონზე აინთება.