23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნით დღე: ქართველების ვერცხლი და ბრინჯაო

04 ნოემბერი 2019

ბუდაპეშტის ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნითი დღე ქართველმა სპორტსმენებმა ორი მედლით დაასრულეს.

ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი წარმატებით გამოიყენა აივენგო რიკაძემ (82 კგ), რომელმაც იქამდე აშშ-ის, ბელარუსის, სერბეთის წარმომადგენლები დაამარცხა, მაგრამ ფინალში გასასვლელი შეხვედრა 2-7 დათმო მომავალ ჩემპიონთან, რუსეთის წარმომადგენელ მილად ალირზაევთან. რიკაძემ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში უნგრელი ტამაშ ლევაი 4-2 დაამარცხა.

ჩემპიონობასთან ახლოს იყო გიორგი მელია (97 კგ), რომელიც შეჯიბრებაში მერვედფინალიდან ჩაება და 8-0 დაამარცხა ინდოელი რავი რავი. მეოთხედფინალში 7-3 გაუმკლავდა უზბეკ უზურ ჯუზუპბეკოვს, ნახევარფინალში 5-1 მოუგო ბელარუს დმიტრი კამინსკის, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში 3-5 დამარცხდა ფინელ არვი მარტინ სავოლაინენთან.

ერთი დღით ადრე ასევე ვერცხლის მედლები მოიპოვეს ლევან ქავჟარაძემ (63 კგ), გურამ ხეცურიანმა (87 კგ) და ზვიად პატარიძემ (130 კგ).