მარიო და სონიკი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე

11 ნოემბერი 2019

ვიდეო თამაშების და სპორტის მოყვარულთ თავშესაქცევად ახალი გასართობი აქვთ. ვიდეო თამაშების ცნობილმა იაპონურმა მწარმოებელმა Sega-მ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან (IOC) თანამშრომლობით შეიმუშავა ვიდეო-თამაში „მარიო და სონიკი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე".

მთელს მსოფლიოში ცნობილი ვიდეო-თამაშის გმირი მარიო და ზღარბი სონიკი გეიმერებს ოთხწლეულის უმთავრესი მულტისპორტული ფორუმის ატმოსფეროში ამოგზაურებენ. ამასთან, მათ საშუალება ექნებათ საკუთარი ძალები მოსინჯონ ტოკიო-2020-ის პროგრამაში წარმოდგენილ ოლიმპიურ დისციპლინებში.

თამაშებთან ერთად, მთავარი გმირები ასევე ეწვევიან ცნობილ სპორტულ ობიექტებს და ტოკიოს ღირსშესანიშნაობებს, იმოგზაურებენ წარსულში - 1964 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელსაც ტოკიო მასპინძლობდა.

კომპიუტერული თამაში გასაყიდად თავდაპირველად იაპონიაში გამოვიდა, შემდეგ - ამერიკაში, 8 ნოემბრიდან კი - დანარჩენ მსოფლიოში.