ტოკიო-2020-მა ყვავილების თაიგულის დიზაინი წარმოადგინა

13 ნოემბერი 2019

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა ყვავილების თაიგულის დიზაინი წარმოადგინა, რომლებსაც ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების გამარჯვებულებსა და პრიზიორებს მედლებთან ერთად გადასცემენ.

საგულისხმოა, რომ 2020 წლის თამაშებისთვის განკუთვნილი ყვავილები 2011 წელს დამანგრეველი ცუნამისა და მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში იქნება მოყვანილი.

„ამგვარად გვსურს ჩვენი მადლიერება გამოვხატოთ მსოფლიოში იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც სიკეთე გამოავლინეს და იაპონიას დაეხმარნენ. თაიგულების ოლიმპიური თამაშების დედაქალაქში დღეში რამდენჯერმე გამოგზავნით დამატებითი სტიმულირება მიეცემა მიიაგის, ივატესა და ფუკუსიმას პრეფექტურების ეკონომიკის განვითარებას," - ვიტყობთ ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრეს-რელიზიდან.

აღსანიშნავია, რომ თაიგულებზე მიმაგრებული იქნება ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების თილისმები Miraitowa (ოლიმპიელებისთვის) და Someity (პარალიმპიელებისთვის).