ლაშა ტალახაძემ სალიცენზიო ტურნირზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა

17 ნოემბერი 2019

თურქეთის გაზიანთეფში დასრულებულ ძალოსანთა საერთაშორისო ტურნირზე, რომელსაც ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის სალიცენზიო დატვირთვა ჰქონდა, საქართველოს ნაკრების ტიტულოვანმა წევრმა ლაშა ტალახაძემ 3 ოქროს მედალი მოიპოვა.

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ატაცში 208, აკვრაში 242 კილოგრამი დაძლია და ორჭიდის ჯამში 450 კილოგრამით ოქროს მედლები მოიპოვა. გარდა ამისა,  ტურნირის აბსოლუტური გამარჯვებული გახდა.

აღსანიშნავია, რომ გაზიანთეფში ორჭიდში დაგროვილი წონა 34 კილოგრამით ნაკლებია სექტემბერში მსოფლიოს ჩემპიონატზე დაძლეულ წონაზე.