IOC-სა და Airbnb-ს შორის 500-მილიონიანი შეთანხმება შედგა

20 ნოემბერი 2019

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) და ბინების იჯარით გაცემის ონლაინ-სერვისის ოპერატორი კომპანია Airbnb 2028 წლამდე თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

IOC-ის ცნობით, ხელშეკრულების თანხა 500 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. Airbnb მე-14 მოწინავე ოლიმპიური სპონსორია Coca-Cola, Samsung, Visa, P&G, Panasonic, Alibaba, Atos, Bridgestone, Dow, General Electric, Intel, Omega და Toyota-თან ერთად.

მრავალმილიონიანი გარიგება ითვალისწინებს თანამშრომლობას ზაფხულის და ზამთრის მომავალი 5 ოლიმპიურ თამაშებზე: ტოკიო-2020, პეკინი-2022, პარიზი-2024, მილანი და კორტინა დ'ამპეცო-2026 და ლოს ანჯელესი-2028.

შეთანხმების მნიშნელოვანი ნაწილია Airbnb Olympian Experiences პროგრამის გაშვება, რომლის მიხედვითაც მოგზაურებს ელიტარულ ათლეტებთან ვარჯიშის და მათთან ერთად ქალაქების შესწავლის საშუალება მიეცემათ.

ეს ინოვაციური თანამშრომლობა ჩვენი სტრატეგიის საფუძველშია, რათა ოლიმპიური თამაშების ეფექტურად და სტაბილურად ჩატარება იყოს უზრუნველყოფილი და მიმღებ მხარეს დაუტოვოს მემკვიდრეობა," - განაცხადა IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა.

შეთანხმებით კმაყოფილია Airbnb-ს დაფუძნებელი ჯო გებია. მისი თქმით,„Airbnb- მისიაა შექმნას სამყარო, სადაც თითოეული ადამიანს შეუძლია იყოს იქ, სადაც უნდა. ვამაყობთ, რომ ჩვენი საზოგადოება ოლიმპიურ სულის მატარებელია".