IOC-ის პრეზიდენტი თომას ბახი რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს ირგვლივ შექმნილ ვითარებას აფასებს

21 ნოემბერი 2019

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს (RUSADA) სტატუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებასთან და ოლიმპიურ თამაშებზე რუსი სპორტსმენების დაშვებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ უდანაშაულო ათლეტები არ უნდა დაისაჯონ სხვების მიერ ჩადენილი დარღვევებისთვის.

ვითარებას აკონტროლებს მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტო (WADA), საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს სპორტის საარბიტრაჟო სასამართლო (CAS), IOC კი მხოლოდ აკვირდება. ჩვენ ვიცავთ პრინციპს, რომ დამნაშავეები მკაცრად დაისაჯონ, ხოლო უდანაშაულონი დავიცვათ," - განმარტავს IOC-ის პრეზიდენტი თომას ბახი.

WADA-მ რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს (RUSADA) მიმართ მსოფლიო ანტისადოპინგო კოდექსთან შეუსაბამობის სტატუსის ჩამორთმევის პროცედურა წამოიწყო. რუსეთი ეჭვმიტანილია წლის დასაწყისში WADA-ში გაგზავნილი მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის მონაცემთა მანიპულირებაში.

მონაცემთა ბაზის გაყალბების დამტკიცების შემთხვევაში, დღის წესრიგში დადგება რუსი სპორტსმენების (განურჩევლად სახეობისა) საერთაშორისო შეჯიბრებებიდან, მათ შორის 2020 წლის ოლიმპიადიდან, მოკვეთის საკითხი.

WADA-ს ახლადარჩეული პრეზიდენტის, პოლონელი ვიტოლდ ბანკას განცხადებით, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე რუსი სპორტსმენების მონაწილეობის საკითხი წლის ბოლომდე უნდა გადაწყდეს.