შვეიცარიის ფოსტამ ლოზანის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის სპეციალური საფოსტო მარკა გამოუშვა

21 ნოემბერი 2019

შვეიცარიელი მხატვრის აურელ მარკლის მიერ შემუშავებული საფოსტო მარკის პირველი ნიმუში სიმბოლურად გადაეცა ლოზანა-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტს ვირჟინ ფავრს და აღმასრულებელ დირექტორს იან ლოგანს.

ფოსტა ერთ-ერთია მათ შორის, რომლის განყოფილებებიც ყველა კანტონში, ქალაქში და სოფელშია განთავსებული. მარკა ყველას მისცემს საშუალებას შეიგრძნოს ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების სული და გახდეს ოლიმპიური მოძრაობის ნაწილი," - განაცხადა იან ლოგანმა.

ბუკლეტში, რომელიც მარკებს მოჰყვება, დაწვრილებით არის გადმოცემული ოლიმპიური ღირებულებები, თანასწორობა, პატივისცემა და მეგობრობა. თამაშების ფერებში გაწყობილი მარკის საფასური 1 შვეიცარიულ ფრანკს შეადგენს და საინტერესო გახდება  კოლექციონერებისთვის, ასევე - ყოველდღიური მოხმარების დანიშნულებასაც შეიძენს.