ბორჯომში ჭიდაობის მწვრთნელთა და მსაჯთა მეორე დონის კურსებს უმასპინძლეს

22 ნოემბერი 2019

ოლიმპიური სოლიდარობის მხარდაჭერით და ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციებთან თანამშრომლობით, საქართველოსა და უკრაინის ოლიმპიურმა კომიტეტებმა ბორჯომში მეორე დონის მწვრთნელთა და მსაჯთა კურსებს უმასპინძლეს.

კურსები მიმართული იყო გამოცდილების გაზიარებისკენ, მონაწილეთა ცოდნის სრულყოფისკენ. საერთაშორისო კურსის მსმენელებს ხელმძღვანელობდნენ ვინსენტ აკა (საფრანგეთი, ვლადიმირ შაცკიხი (უკრაინა), რომან პავლოვი (უკრაინა) და ედიშერ მაჩაიძე (საქართველო).

„მწვრთნელები თანამედროვე ტენდენციებს ეზიარნენ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით. გაეცნენ მოკლე თუ გრძელვადიანი სამწვრთნელო შეკრებების თანამედროვე მეცნიერული მიდგომებით მოწყობას, ასევე სამეცნიერო, ბიოლოგიურ და ფიზიოლოგიური მიკროციკლების და მაკროციკლების დაგეგმარებას," - კურსების მნიშვნელობას ხაზს უსვამს ედიშერ მაჩაიძე.

საქართველოსა და უკრაინის ჭიდაობის ფედერაციებმა მადლიერება გამოხატეს ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების მიმართ მხარდაჭერისთვის და ჭიდაობის განვითარებისკენ მიმართულ მსგავს პროექტებში შემდგომი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.