ჯესი ოუენსის ოქროს მედალი აუქციონზე გაიყიდება

25 ნოემბერი 2019

ლეგენდარული ამერიკელი მძლეოსნის ჯესი ოუენსის მიერ 1936 წლის ბერლინის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ოთხიდან ერთ-ერთი ოქროს მედალი აუქციონზე გამოიფინება. ლოტის მინიმალური საწყისი ფასი შეადგენს 250 ათას აშშ დოლარს.

მძლეოსნობაში არცერთ სხვა მედალს არ აქვს ისეთი ისტორიული წონა და ღირებულება, როგორიც აქვს ჯესი ოუენსის 1936 წლის ოლიმპიურ თამაშების ოქროს მედალს. იმ თამაშებზე არცერთ სხვა ათლეტს არ მიუღწევია  იმდენი წარმატებისთვის, რამდენიც  ოუენსმა შეძლო. ჩვენთვის დიდი პატივია აუქციონზე გატანით მსოფლიოს ვაჩვენოთ სამუზეუმო ღირებულების ნივთი," - ჯესი ოუენსის ჯილდოს აფასებს Goldin Auctions-ის დამფუძნებელი კენ გოლდინი.

საინტერესოა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ოუენსის მედალი აუქციონზე გააქვთ. 2013 წელს მისი ერთ-ერთი მედალი აუქციონზე გაიყიდა 1,466 574 დოლარად, რაც მაშინ ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებულ რეკვიზიტში გადახდილი რეკორდული თანხა იყო.

აფროამერიკელი ჯესი ოუენსი ბერლინის ოლიმპიური თამაშების ყველაზე ტიტულიანი ათლეტი გახდა. მან ჩემპიონობა მოიპოვა 100, 200 და 4X100 მეტრზე რბენაში და სიგრძეზე ხტომაში.

უცნობია, კონკრეტულად რომელ დისციპლინაში მოპოვებული ოქროს ჯილდო გადის აუქციონზე, რომელიც დეკემბერში ნიუ ჯერსის შტატში გაიმართება.