ტოკიო-2020 წყლის ხარისხის მუდმივ მონიტორინგს გეგმავს

28 ნოემბერი 2019

ტოკიოს 2020 წლის საორგანიზაციო კომიტეტი ოდაიბას საზღვაო პარკში, სადაც გაისად ივლის-აგვისტოში ღია წყალში ცურვასა და ტრიატლონში შეჯიბრებები ჩატარდება, წყლის ხარისხის მუდმივ მონიტორინგს გეგმავს.

სატესტო ღონისძიებების დღეებში ყურეში აღმოაჩინეს დაავადების გამომწვევი ბაქტერიები, რამაც მოცურავეთა და საერთაშორისო ფედერაციების შეშფოთება გამოიწვია, ხოლო ტრიატლონში ასპარეზობათა ნაწილი გაუქმდა.

ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე დარჩენილ დროში „ტოკიო-2020"-ის საორგანიზაციო კომიტეტი და ქალაქის ადმინისტრაციას წყლის ხარისხის მკვეთრად გაუარესების მიზეზებში გარკვევა და ბაქტერიებთან ბრძოლის მეთოდების შემუშავება მოუწევს.

გარდა ამისა, „ტოკიო-2020" და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) ასპარეზობათა ადრე  დილით დაწყების შესაძლებლობას განიხილავს, რათა ათლეტებს ტოკიოს მცხუნვარე მზის ქვეშ გამთბარ წყალში ცურვა არ მოუწიოთ.

ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ 3-5 დეკემბერს IOC-ის აღმასრულებელ საბჭოზე.