2021 წლის ვუოკატის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მოხალისეთა პროგრამა იწყება

29 ნოემბერი 2019

2021 წლის ვუოკატის (ფინეთი) ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი მოხალისეთა პროგრამას იწყებს. მოხალისეთა რიგებში ჩაწერის მსურველთა განაცხადები მიიღება 2020 წლის თებერვლამდე.

საორგანიზაციო კომიტეტს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე სამუშაოდ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდის მოზიდვა განუზრახავს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ოლიმპიური ღირებულებების და მოზარდებში ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდას.

მოხალისეები ასპარეზობების დღეებში იზრუნებენ აკრედიტაციებზე, დაეხმარებიან გულშემატკივრებს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლებს, იმუშავებენ ჟურნალისტებთან, სპონსორებთან და სპორტსმენებთან.

ორგანიზატორთა აზრით, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მოხალისეთა პროგრამაში მონაწილეობა ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოდან საშუალებას მისცემს გახდეს არამარტო მსხვილი მულტისპორტული ღონისძიების ნაწილი, არამედ აიმაღლონ ინგლისური ენის ცოდნის დონე, შეიძინონ ახალი მეგობრები.