გრძელ მანძილებზე მორბენალმა ბრიტანელმა მო ფარამ სარბენ ბილიკებზე დაბრუნება გადაწყვიტა

02 დეკემბერი 2019

ოთხგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, სტაიერმა მო ფარამ 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ სარბენ ბილიკებთან დამშვიდობება და მარათონულ რბენებში მონაწილობის შესახებ გამოაცხადა. ტიტულოვან ბრიტანელს ამჯერად ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის კვალიფიკაციის გავლა განუზრახავს, საამისოდ კი მისთვის საფირმო დისტანციაზე - 10 ათას მეტრზე რბენას აპირებს.

მო ფარამ ოლიმპიური ჩემპიონობა 5 და 10 ათასზე მეტრზე რბენაში მოიპოვა (ორ-ორჯერ) ლონდონის 2012 და რიოს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე. გარდა ამისა, მის ანგარიშზეა მსოფლიო ჩემპიონატების 6 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი.