ლოზანაში ოლიმპიური მოძრაობისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ

03 დეკემბერი 2019

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი საბჭო დღეიდან 5 დეკემბრის ჩათვლით ლოზანაში IOC-ის შტაბ-ბინაში განიხილავს ოლიმპიური მოძრაობისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის, მომავალი ოლიმპიური თამაშების მასპინძელთა მზადებას.

დღის წესრიგში იქნება საერთაშორისო სპორტული ფედერაციების, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მოხსენებების მოსმენა. ასევე იმსჯელებენ ანტისადოპინგო მუშაობის საკითხებზე, რუსულ სპორტში შექმნილ დოპინგ-კრიზისზე, ოლიმპიური თამაშების მომავალ პროგრამაზე, მათ შორის - ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მარათონის და სპორტული სიარულის საპოროში გადატანაზე. გარდა ამისა, მოსალოდნელია კრივის საერთაშორისო ასოციაციისთვის (AIBA) უფლებამოსილების აღდგენის პროცესის განხილვა.